კომპანია Stock 2009 წელს დაარსდა. მისი ჩამოყალიბების იდეა 2008 წელს, Stock-ის დამფუძნებლის საკურსო ნაშრომის თემა იყო. დაუღალავი შრომისა და კვლევების შედეგად, ჩამოყალიბდა ბრენდის კონცეფცია და იდეა რეალობად იქცა. Stock-ის ლიდერობა სამაცივრე სფეროში, განპირობებული არის უმაღლესი პროფესიონალთა გუნდით , ეფექტური გადაწყვეტილებებით, ინოვაციური მიდგომებით და განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიით. კომპანიის ლოიალური მომხმარებლები, რომელთა რიცხვიც უკვე 10 000-ს აჭარბებს, განაპირობებს მაღალ რეპუტაციას და ქმნის ძლიერ იმიჯს. Stock-ის, როგორც ძლიერი გუნდის, ერთიანი სტრატეგიაა უმოკლეს დროში, სწრაფი ფიზიკური ხელმისაწვდომობით მოახდინოს მომხმარებლის მოთხოვნებზე რეაგირების სამაცივრე , საინჟინრო და ლოგისტიკური სისტემების ინტეგრირება. Stock-ის წარმატების საიდუმლო ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფი ათვისების, სწავლებისა და მყისიერი დანერგვის შესაძლებლობაა, რომელიც უზრუნველყოფს მის მუდმივ განვითარებას. და მაინც, რატომ Stock? * ის გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს, როგორც პროდუქტის არჩევის, ასევე სამაცივრე სისტემების პროექტირების ეტაპზეც *სტოკი გთავაზობთ ეფექტურ გადაწყვეტილებებს. * გთავაზობთ 5000-ზე მეტ დასახელების ორიგინალ და უნივერსალურ კომპონენტებს და აგრეგატებს * Stock-ის საწყობში არსებული მუდმივად მრავალფეროვანი და განახლებადი დიდი მარაგები * უზრუნველყოფს სათადარიგო ნაწილისა თუ აგრეგატის შეკვეთით ჩამოტანას * ოფიციალური პარტნიორია ისეთი კომპანიების , როგორებიცაა: Guntner, Bitzer, Rothenberger , Whirlpool , Cantas , Sinochem , Omnia და ა.შ. * გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ ქარხნული ორწლიანი გარანტიით